Saturday, October 17, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი;
შეფასების რუბრიკები;
პროგრამა PowerPoint-ში გავაკეთეთ სლაიდები სხვადასხვა თემებზე.

Sunday, October 11, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

მეხუთე დღე ძალიან ხანგრძლივი და ნაყოფიერი დღე იყო. განვიხილეთ შეფასების სტრატეგიები,შევქმენით ვირტუალური დისკი.  მივიღეთ დამოუკიდებელი სამუშაოები პერზენტაციის შესაქმნელად.

Saturday, October 10, 2015

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა
          რა სხვაობაა ძველს და ახალს შორის?
თემატური კითხვები

  • რა მნიშვნელობა ენიჭება სიძველის წარმოჩენას  საზოგადოებისათვის?
  • რა გავლენას ახდენს თანამედროვე ტექნოლოგიები ტურიზმის განვითარებაზე?
  • როგორ შევისწავლოთ ისტორიული ძეგლები ჩვენს რაიონში?
  • რომელი პროგრამით შეგვიძლია მოძიებული მასალების გამოქვეყნება?


შინაარსობრივი კითხვები

  •   MS WORD-ის რომელი ბრძანებით ჩავსვამთ სურათებს ბუკლეტის შექმნის დროს?
  • რომელ პროგრამაში ვასრულებთ მოკვლეული მასალების გაერთიანებას?
  • რომელი ბრძანებით ვიწყებთ პრეზენტაციის ჩვენებას?

   

მოსწავლის მიზნები



  • გავეცნოთ ჩვენს რაიონში არსებულ ძეგლებს;
  • მოსწავლეები მოინახულებენ და შეაგროვებენ საჭირო მასალებს, გადაიღებენ  ფოტო-სურათებს;
  • მოძიებული მასალების საშუალებით გააკეთებენ სლაიდებს და შექმნიან სლაიდშოუს;
  • დამუშავებულ მასალას ატვირთავენ სოციალურ ქსელებში, გავრცელებისდა დაინტერესების მიზნით;
  • შეისწავლიან ჯგუფური მუშაობის პრინციპებს;
  • გამოიმუშავებენ ყველა საჭირო და მნიშვნელოვან უნარ-ჩვევას, ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში

Sunday, September 27, 2015

მესამე დღის რეფლექსია

     დღევანდელი დღე ასევე ნაყოფიერად და საინტერესოდ ჩატარდა. ბევრი ინფორმაცია მივიღე  პროექტთან დაკავშირებით.
     დასაწყისში გავიმეორეთ პოსტების შექმნის და გვერდების დამატების პროცედურები.      ასევე გავიმეორეთ პროექტის იდეის შექმნის საკითხები. შემდეგ შესაძლებლობა მოგვეცა ერთმანეთის ბლოგებში შევსულიყავით და კომენტარები გაგვეკეთებინა სხვის ნამუშევრებზე. ასევე შევისწავლეთ ახალი საკითხები, კერძოდ განვიხილეთ გეგმის შაბლონი და გავეცანით ნიმუშებს ინტელის პროექტიდან. მივიღეთ დავალება შემდეგი ლექციისთვის.

პროექტის სასწავლო მიზნები

Saturday, September 26, 2015

მეორე დღის რეფლექსია

დღეს შევადგინეთ პროექტის იდეა, ვისწავლეთ დიზაინის შექმნა/შეცვლა და ახალი გვერდების დამატება.

პროექტის იდეა

    აღნიშნული პროექტი ემსახურება ჩვენს რაიონში არსებული ღირსშესანიშნაობების  (უძველესი ეკლესია-მონასტრების და ციხე-სიმაგრეების) გაცნობას და დაინტერესებას  მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსწავლეების  მიზანია მოიზიდონ ტურისტები როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდანაც,  რაც ხელს შეუწყობს ჩვენს რაიონში ტურიზმის განვითარებას.     თავდაპირველად ბავშვები თვითონ გაეცნობიან აღნიშნულ ძეგლებს. შეისწავლიან მათ ისტორიულ წარსულსა და მნიშვნელობას, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები PowerPoint-ში გააკეთებენ  სლაიდშოუს და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გაავრცელებენ სოციალურ ქსელებში,დაამზადებენ ბუკლეტებს, მოიწვევენ თანატოლებს მეზობელი რაიონებიდან და რეგიონებიდან და  მოაწყობენ ექსკურსიებს, გაუზიარებენ ერთმანეთს შეძენილ ინფორმაციებს.

ინტელის სასწავლო კურსი