Saturday, September 26, 2015

პროექტის იდეა

    აღნიშნული პროექტი ემსახურება ჩვენს რაიონში არსებული ღირსშესანიშნაობების  (უძველესი ეკლესია-მონასტრების და ციხე-სიმაგრეების) გაცნობას და დაინტერესებას  მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოსწავლეების  მიზანია მოიზიდონ ტურისტები როგორც ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან, ასევე უცხო ქვეყნებიდანაც,  რაც ხელს შეუწყობს ჩვენს რაიონში ტურიზმის განვითარებას.     თავდაპირველად ბავშვები თვითონ გაეცნობიან აღნიშნულ ძეგლებს. შეისწავლიან მათ ისტორიულ წარსულსა და მნიშვნელობას, ინფორმაციის მოძიებისა და დამუშავების შემდეგ მოსწავლეთა ჯგუფები PowerPoint-ში გააკეთებენ  სლაიდშოუს და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებით გაავრცელებენ სოციალურ ქსელებში,დაამზადებენ ბუკლეტებს, მოიწვევენ თანატოლებს მეზობელი რაიონებიდან და რეგიონებიდან და  მოაწყობენ ექსკურსიებს, გაუზიარებენ ერთმანეთს შეძენილ ინფორმაციებს.

2 comments:

  1. პროექტის იდეა არ წერია

    ReplyDelete
  2. პროექტის იდეა არ წერია.

    ReplyDelete